იოსებ სტალინი

ევგენი ჯუღაშვილი კატინის საქმესთან სტალინის კავშირს უარყოფს

0 კომენტარი

მოსკოვში სასამართლოს მიმართა  სტალინის შვილიშვილმა  ევგენი ჯუღაშვილმა.    ის მოითხოვს  რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის  არქივების ფონდის ხელმძღვანელმა  ვასილი ხრისტოფოროვმა   უარყოს საკუთარი განცხადება იმის შესახებ, რომ   იოსებ სტალინი არის დამნაშავე კატინში პოლონელი ოფიცრების  დახვრეტაში.

გასული წლის ნოემბერში, დიდი სამამულო ომის მუზეუმში, გამართულ კონფერენციაზე  ხრისტოფოროვმა საჯაროდ დაუკავშირა სტალინი კატინის ტრაგედიას.  2010 -ში რუსეთის პარლამენტის  ქვედა პალატამ მიიღო განცხადება, რომელშიც ჩაიწერა , რომ  მეორე მსოფლიო ომის დროს კატინში ჩადენილი დანაშაული ,სწორედ,  სტალინის დავალებით განხორციელდა. ევგენი ჯუღაშვილის მტკიცებით კი  სინამდვილეს არ შეესაბამება მონაცემები იმის შესახებ, რომ  კატინის ტრაგედიაზე  პასუხისმგებელი  სტალინია.

1940 წელს,  კატინში 20 000-ზე მეტი პოლინელი ოფიცერი და სხვა პირი დახოცა საბჭოთა უშიშროებამ. 2011 წელს პოლონეთმა რუსეთს გადასცა კატინის ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებული დოკუმენტების ტომები.   რუსეთი  დიდხანს აჭიანურებდა კატინის საქმესთან დაკავშირებით პოლონეთთან თანამშრომლობას. მანამდე კი  საბჭოთა კავშირი კატინში ჩადენილს   ნაცისტებს  აბრალებდა. ამ დანაშაულში საბჭოთა კავშირის როლი 1990 წელს, მიხაილ გორბაჩოვმა აღიარა.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მიხეილ სააკაშვილი: სააკაშვილი მუხლებზე არასდროს არ დადგება

კომენტარები