აზერბაიჯანი-საქართველო

ბაქოს კინოთეატრებში ჩაიშალა აგვისტოს ომზე რუსული ფილმის ჩვენება

0 კომენტარი

 ბაქოს რიგით მეორე კინოთეატრში ჩაიშალა რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე გადაღებული რუსული ფილმის ჩვენება. კონოთეატრ Park Cinema-ს შემდეგ, ჩვენებაზე უარი თქვა კინოთეატრმა „აზერბაიჯანმაც“.

„რადგანაც ეს ფილმი იწვევს არაერთგვაროვან რეაქციას აზერბაიჯანის საზოგადოებაში , ხოლო ქართულ საზოგადოებაში აღშფოთებას, მივიღეთ გადაწყვეტილება, უარი გვეთქვა მის ჩვენებაზე ჩვენს კინოთეატრში.“- მოჰყავს Vesti.az-ს კინოთეატრ „აზერბაიჯანის“ ადამინისტრაციის წარმომადგენლის განცხადება.

ლაპარაკია ფილმზე სახელწოდებით „რვა აგვისტო, “ რომელიც ამართლებს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას. ფილმის რეჟისორი  ჯანიკ ფაიზიევია. მოქმედება ცხინვალის რეგიონში 2008 წლის ომის ფონზე ვითარდება. გადაღებები მოსკოვში, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობდა. ფილმი რუსული კინემატოგრაფის სოციალური და ეკონომიკური დახმარების ფედერალური ფონდის ხელშეწყობით გადაიღეს, რაც გავრცელებული ცნობებით, 16 მილიონი დოლარი დაჯდა.

ბაქოს კინოთეატრებში რუსული ფილმის ჩვენების წინააღმდეგ კამპანია სოციალურ ქსელ facebook-ში განვითარდა. აზერბაიჯანელებმა გააპროტესტეს ბაქოს კინოთეატრებში ხსენებული ფილმის ჩვენება და მიმართეს კინოთეატრ „Park Cinema“-ს ადმინისტრაციას არ ეჩვენებინა ფილმი, რომელიც რუსეთის აგრესიას ამართლებს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები