ლატვია

ლატვიაში ჩატარდა რეფერენდუმი რუსული ენის სტატუსზე

ლატვიაში ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა წინააღმდეგია რუსული ენისთვის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსის მინიჭების. ბიულეტენების 50 პროცენტის  მიხედვით, რუსულის ენისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ ლატვიელების 78-მა პროცენტმა მისცა ხმა.

ლატვიაში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელზეც ამომრჩეველს უნდა გაეცა პასუხი შეკითხვაზე: გსურთ თუ არა რუსული ენა იყოს მეორე სახელმწიფო ენა? რეფერენდუმის გამართვას ქვეყნის მოსახლეობის რუსულენოვანი ნაწილი მოითხოვდა. ლატვიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა (მათ შორის პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, აგრეთვე, ლატვიის სეიმის სპიკერმა) რეფერენდუმის მიმდინარეობისას  საჯაროდ თქვეს, რომ წინააღმდეგ მისცეს ხმა. ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მისულმა პრემიერ-მინისტრმა, ვალდის დომბროვსკიმ განაცხადა, რომ ამ ინიციატივის წინააღმდეგ ხმის მიცემა ქვეყნის საფუძვლების განმტკიცებისთვის ხმის მიცემას ნიშნავს.

 

კომენტარები