ბერლინის კინოფესტივალი

ოქროს დათვის მფლობელი ტავიანები

გუშინ ბერლინის 62-ე კინოფესტივალი დასრულდა. საუკეთესო ფილმისთვის ოქროს დათვი მიიღო ძმები ტავიანების ფილმმა, ”კეისარი უნდა მოკვდეს.” 2007 წლის შემდეგ ეს პაოლოს და ვიტორიო ტავიანების პირველი მხატვრული ფილმია, ნამუშევარი ფესტივალის მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა და გამარჯვებაც სწორედ მან მოიპოვა.

საუკეთესო მსახიობებისთვის განკუთვნილი ჯილდოები რეიჩელ მუანზამ(ომის ჯადოქარი) და მიკელ ბო ფოლსგაარდმა(სამეფო საქმე) მიიღეს. ვერცხლის დათვი ყველაზე კარგი რეჟისურისთვის კრისტიან პეცოლდმა დაიმსახურა, ფილმისთვის ”ბარბარა”. ბენედეკ ფლიგაუფმა კი თავისი ბოლო ნამუშევრისთვის(”უბრალოდ ქარი”) გრან პრი მიიღო.

ფესტივალის ჟიურის წელს მაიკ ლი ხელმძღვანელობდა, მის გარდა საუკეთესოების დასახელებაში მონაწილეობდა ცნობილმა კლიპმეიკერმა ანტონ კორბინმა, ფრანგმა რეჟისორმა ფრანსუა ოზონმა, 2011 წლის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევრის რეჟისორმა ასღარ ფარჰადიმ, ჯეიკ გილენჰაალმა, შარლოტა გინსბურგმა მიიღო.

 

კომენტარები