აშშ-საქართველოს ურთიერთობები

ორი თვით თოვლის ქვეშ მოყოლილი შვედი მამაკაცი გადარჩა

შვედი მამაკაცი, რომელიც 2 თვეზე მეტხანს იმყოფებოდა თოვლის ქვეშ მოყოლილ მანქანაში, გადარჩა. მკაცრ ყინვას მან”იგლუს ეფექტის” წყალობით გაუძლო.

 44 წლის პიტერ სკილბერგი პარასკევს იპოვნეს - ის მანქანაში დეკემბრის ბოლოდან იმყოფებოდა. ექიმების თქმით, გარეთ ტემპერატურა -30 გრადუსს აღწევდა, თუმცა, თოვლის ქვეშ, გარშემო დარჩენილმა სივრცემ მანქანა ბუნებრივ იგლუდ აქცია. მანქანაში მამაკაცს თბილი ტანსაცმელი და საძილე ტომარა ქონდა.

 ექიმ ულფ სეგერბერგის თქმით, უჩვეულო არ არის, რომ ვიღაცამ ასეთი ხანგრძლივი დროით შიმშილს გაუძლო. მისივე თქმით, ადამაინს შეუძლია, ერთი თვის უჭმელობას ცოცხალი გადაურჩეს თუ სასმელი წყალი აქვს, ხოლო თუ ცხიმიანი სხეული აქვს - უფრო დიდხანსაც. უბრალოდ, ამის შემდეგ, საკონცენტრაციო ბანაკიდან გამოსულს დაემსგავსება. პოლიციის ცნობით, სკილბერგი მართლაც ”ცუდ ფორმაში” იყო.

 თავგადასავალის ხანგრძლივობის გამო, პიტერ სკილბერგის შემთხვევა უჩვეულოა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ხნის მანძილზე დაკარგული არავინ მოიკითხა. მისი მეზობლები ამბობენ, რომ ბიზნესში არ გაუმართლა, ვალები დაუგროვდა და ამის შემდეგ გაქრა. სკილბერგი შეყვარებულმაც მიატოვა.

 ამჟამად პაციენტი თავს უკეთ გრძნობს. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში საავადმყოფოდანაც გამოწერენ.

 

კომენტარები