ჩერქეზული კულტურა

მიხეილ ლოხვიცკის ხსოვნის საღამო თბილისში

დღეს, 21 თებერვალს, 17:00 საათზე, ჩერქეზული კულტურის ცენტრში, ჩერქეზი მწერლის, მიხეილ ლოხვიცკის (აჯუკ გირეი) დაბადების 90 წლისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართება.

საღამოს სპეციალური მოწვევით დაესწრებიან: მწერალი გურამ გეგეშიძე, მთარგმნელი მიხეილ ბეროშვილი, პროფესორი რუსუდან ჯანაშია და კულტურის სხვა მოღვაწეები, რომელთაც ჩერქეზ მწერალთან წლების მანძილზე აკავშირებდათ როგორც შემოქმედებითი, ასევე მეგობრული ურთიერთობები.

მიხეილ ლოხვიცკის ხსოვნის საღამოზე, მსახიობი კოტე თოლორდავა მწერლის შემოქმედებიდან სხვადასხვა ფრაგმენტებს წაიკითხავს.

ლოხვიცკის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საღამოს, მისი ქალიშვილი ანნა ლოხვიცკაია დაესწრება.

 

კომენტარები