Forbes

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ქვეყნები Forbes-ის მიხედვით

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სახელმწიფოების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის შედგენისას გათვალისწინებული იყო მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე და ეროვნულ ვალუტაში მსყიდველობითი უნარი. Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, ყატარი ნავთობისა და გაზის დიდი მარაგების წყალობით რეიტინგის სათავეში მოექცა. ყატარში ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური შემოსავლები 88 ათას აშშ დოლარს შეადგენს. მეორე და მესამე ადგილები ლუქსემბურგმა და სინგაპურმა დაიკავეს, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე შესაბამისად, 81 და 57 ათასი დოლარია, მას მოსდევს ნორვეგია ერთ სულ მოსახლეზე 51 ათასი და ბრუნეი 48 ათასი მშპ-ით.

Forbes-მა ასევე დაასახელა მსოფლიოს ყველაზე ღარიბი სამი ქვეყანა: ბურუნდი, ლიბერია და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე შესაბამისა, 400, 386 და 312 აშშ დოლარია.

 

კომენტარები