ყირგიზეთი

ატამბაევი ბაზების გაყვანაზე საუბრობს

ყირგიზეთის პრეზიდენტმა, ალმაზბეკ ატამბაევმა მოსკოვში ყოფნისას განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ შესაძლოა უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზების განლაგებაზე უარი თქვას. ყირგიზეთში როგორც რუსეთის, ასევე აშშ-ის სამხედრო ბაზებია განლაგებული.

"Эхо Москвы"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ატამბაევმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ყირგიზეთს კანტის სამხედრო ბაზის იჯარის საფასურს ოთხი წელია აღარ უხდის. ეს კი წარმოშობს კითხვებს ამ ბაზის საჭიროების შესახებ. პრეზიდენტის თქმით, მან რუს კოლეგასთან შეხვედრისას მოსკოვს, ბაზის იჯარის დავალიანების დასაფარად, 15 მილიონი დოლარის გადახდა მოსთხოვა. ატამბაევის მტკიცებით, მედვედევმა შექმნილი მადგომარეობის შესახებ არაფერი იცოდა და ყირგიზეთისთვის ვალის ათ დღეში გასტუმრების განკარგულება გასცა.

ატამბაევმა ასევე აღნშნა, რომ ბაზების გაყვანა მოსახლეობისა და დედაქალაქის უსაფრთხოებას ემსახურება. მანასის ბაზა, რომელსაც აშშ ამჟამად ავღანეთის ოპერაციისთვის სატრანზიტო ცენტრად იყენებს, 2014 წლიდან სამოქალაქო აეროპორტად გარდაიქმნება.

 

 

კომენტარები