იერუსალიმი

სააკაშვილი: სპეციალური ჯგუფი იმუშავებს ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით შექმნილია ჯგუფი, რომელიც საქართველოსთვის  იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დაბრუნებაზე იმუშავებს.

გორში, თავდაცვის აკადემიის მსმენელების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა ხსენებული ჯგუფის შექმნის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც გაიხსენა რა დამოკიდებულებას ავლენდა და ავლენს რუსეთი საქართველოს  ეკლესია-მონასტრების  მიმართ, „.დაგვინგრიეს ეკლესიები და მონასტრები. ის რაც დარჩა ისევე გადაღებეს და დაამახინჯეს როგორც ილორის წმინდა გიორგის ტაძარი. ჩვენ აღვადგინეთ ასობით მონასტერი, წელს დასრულდება ბაგრატის რესტავრაციაც. რამდენიმე დღის წინ შევქმენი ჯგუფი რომელიც იმუშავებს იერუსალიმის ჯვრის მოანსტრის დაბრუნებაზე ქართული სახელმწიფოსთვის. ყველას მოვუწოდებთ, გვერდზე დაგვიდგეს ამ ამბავში. მადლობელი ვართ ისრაელის სახელმწიფოსი, რომელიც თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამს . წელს იწყება ოშკისა და სხვა ქართული ძეგლების თურქეთის ტერიტორიაზე აღდგენა თურქეთის მთავრობასთან მოლაპარაკების ფარგლებში. ”-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები