კონცერტი

ფედერიკო მონდელჩი რუსთაველის თეატრში კონცერტს გამართავს

ზამთრის ბოლო დღეს, 29 თებერვალს, 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრში კონცერტს იტალიელი საქსოფონისტი, ფედერიკო მონდელჩი გამართავს.

ცნობილია, რომ კონცერტზე შესრულდება კომპოზიციები ცნობილი იტალიური ფილმებიდან, ასევე აჟღერდება ტანგოს ჰანგები.

საქსოფონისტი საქართველოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით შეასრულებს ენიო მორიკონეს, ნინო როტას, ასტორ პიაცოლას, ნიკოლა პიოვანის და რობერტო მოლინელის ნაწარმოებებს.

ფედერიკო მონდელჩი კონცერტები გამართული აქვს მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ორკესტრებთან ერთად, მათ შორის ლა სკალას ფილარმონიის ორკესტრთან.

მონდელჩის ვიზიტი საქართველოში სამ დღეს გასტანს.

 კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია რუსთაველის თეატრის სალაროებში.

 

კომენტარები