ერლანდ იოსეფსონი

მსახიობი ერლანდ იოსეფსონი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

0 კომენტარი

შვედი მსახიობი, ერლანდ იოსეფსონი, რომელიც ინგმარ ბერგმანის საყვარელ არტისტად ითვლებოდა, 88 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, სტოკჰოლმის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მსახიობობის გარდა, იოსეფსონი ცნობილია როგორც მწერალი და რეჟისორი, მაგრამ მან სახელი ბერგმანის „Scenes from a Marriage“-ით გაითქვა.

წლების მანძილზე ერლანდ იოსეფსონი ჰელსინგბორგის და გოთენბურგის თეატრებში მოღვაწეობდა. 1966-1975 წლებში კი სტოკჰოლმში, „Royal Dramatic Theater”-ს ხელმძღვანელობდა.
ინგმარ ბერგმანმა, იოსეფსონი კიდევ ორ ფილმში გადაიღო, „Hour of the World” და „Fanny and Alexander”.

შვედური ფილმის ინსტიტუტმა, ერლანდ იოსეფსონს ორჯერ გადასცა „ოქროს ხოჭო“ (Guldbagge Award), რომელიც შვედეთის ნაციონალური კინო ჯილდოა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ბოჭორიშვილი

კომენტარები