შოუბიზნესი

ჯენიფერ ჰადსონი შესაძლოა სასამართლოზე მოწმედ დაიკითხოს

ჯენიფერ ჰადსონი ერთ-ერთია იმ მოწმეთა შორის, რომელიც შესაძლოა სასამართლო პროცესზე, მოწმის სტატუსით დაიკითხოს.

პროცესი ჰადსონის ოჯახის წევრების მკვლელობაში ეჭვმიტანილს ეხება, რომელმაც მომღერლის დედის ძმის და 7 წლის დის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი დაიკითხება თუ არა ჰადსონი, სასამართლო პროცესი 9 აპრილს გაიმართება.

ჟან დუჟარდინი პარიზში „ოსკარით“ ხელდამშვენებული დაბრუნდა. აეროპორტში მსახიობს თაყვანისმცემლები, ჟურნალისტები და ფოტოგრაფები დახვდნენ. ყურადღების ცენტრში მოექცა ასევე „არტრისტის“ მსახიობი ბერენის ბეჟოც.

„ოსკარების“ შემდეგ წყვილი საფრანგეთის სიამაყედ იქცა.

შეგახსენებთ, რომ კინო აკადემიის დაჯილდოების ცერემონიაზე, „არტისტმა“ 5 ნომინაციაში გაიმარჯვა.

მარკ ვოლბერგი მადრიდს სტუმრობდა, ესპანეთში მსახიობი ახალი ფილმით „კონტრაბანდა“ ჩავიდა, რომლის პრემიერაც მადრიდში 16 მარტს გაიმართება.

 

კომენტარები