ყირგიზეთი

ატამბაევი: რუსეთის სპეცსამსახურები ყირგიზეთში აქტიურად მუშაობდნენ

 კრემლი ურჩევს ყირგიზეთის პრეზიდენტს მტრების ძიების ნაცვლად საშინაო პრობლემებს მიხედოს.  BBC-ს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ( მისი სახელი და გვარი არ სახელდება) განაცხადა, რომ სჯობს ატამბაევმა ყირგიზეთში სიღარიბის პრობლემას მიხედოს და თავი დაანებოს მტრების ძიებას, განსაკუთრებით სამეზობლოში, ყირგიზეთის მეგობრებსა და მოკავშირეებს შორის.

გავრცელებული ცნობებით, ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა , ბიშკეკის მუხუთე არხის ეთერში, რუსეთის სპეცსამსახურები ყირგიზეთის ტერიტორიაზე მოქმედებაში და ამ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა.

სააგენტო Росбалт -მა გაავრცელა ციტატა ყირგიზეთის პრეზიდენტის გამოსვლიდან: ” არჩევნების წინაც და არჩევნების მიმდინარეობის პერიოდშიც ჩვენ ქვეყანაში აქტიურად მუშაობდნენ რუსეთისა და ყაზახეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები. ისინი თამაშობდნენ თავის თამაშს, აფინანსებდნენ სხვა და სხვა ძალებს, თუ ამდენი ფული აქვთ მოგვცენ გრანტების სახით და დაგვიჭირონ მხარი.” ამას გარდა, სააგენტოს ცნობით, ატამბაევმა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა მოსკოვში გაკეთებული განცხადება ყირგიზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების ყოფნასთან დაკავშირებით და დაადასტურა, რომ მომხრეა ქვეყნიდან უცხო ქვეყნების სამხედრო ბაზების გაყვანის.

ცოტა ხნის წინ ატამბაევმა ყირგიზეთში რუსეთის 999-ე ავიაბაზასთან დაკავშირებით თქვა: ” ეს ბაზა მხოლოდ რუსეთის გენერალიტეტის თვითკმაყოფილებისთვისაა, არ იხდიან არენდის საფასურს, არ ასრულებენ ვალდებულებებს, მაშინ რა საჭიროა ის?”

საპასუხოდ კრემლში ატამბაევს ურჩიეს , სანამ პარტნიორებს პრეტენზიებს წაუყენებს კარგად გაერკვეს რომელი ქვეყნის სამხედრო ობიექტებია ყირგიზეთში განთავსებული, ამის შესახებ BBC-ს რუსულენოვანი რედაქცია იუწყება.

 

კომენტარები