კონცერტი

ელისო ვირსალაძის საიუბილეო კონცერტი

მარტს, 18:30 საათზე, ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრის მუსიკალურ დარბაზში, კლასიკური მუსიკის განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის ორგანიზებით, ელისო ვირსალაძის საიუბილეო წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

კონცერტში მონაწილეობას იღებს საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. სოლისტები - ირმა გიგანი და ადი ნეიჰაუზი.

საღამოზე შესრულდება მოცარტის უვერტიურა ოპერიდან „ფიგაროს ქორწინება“, შოპენის საფორტეპიანო კონცერტი და რახმანინოვის საფორტეპიანო კონცერტი.

2012 წელი გამოჩენილი ქართველი მუსიკოსის, ელისო ვირსალაძის საიუბილეო წელია.

„კლასიკური მუსიკის განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი”, ამ თარიღის აღსანიშნავად, მთელი წლის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გეგმავს მუსიკალური ღონისძიებების გამართვას, ქართველი და უცხოელი მუსიკოსების მონაწილეობით.

მათთვის, ვინც ვერ ახერხებს ქუთაისში კონცერტზე დასწრებას, ღია რეპეტიცია გაიმართება 4 მარტს, კვირას, 13:00 საათზე, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში.

 

კომენტარები