Pussy Riot

პოლიცია მოსკოვის ტაძარში ”პანკ-ლოცვის” შემსრულებლებს ეძებს

რუსეთის პოლიცია მოსკოვის რადიო „РСН“ - ში საგამოძიებო სამუშაობს ატარებს. სამართალდამცავები პანკ ჯგუფის, "Pussy Riot"- ის საქმეს იკვლევენ, რომლის წევრებიც ცოტა ხნის წინ მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში შეიჭრნენ და „ პანკ -ლოცვა“ აღავლინეს.

”რადიოსადგური პოლიციის ინტერესის საგანი იმიტომ გახდა, რომ მის ეთერში პანკების ჯგუფის წევრებთან ინტერვიუ გავიდა.”- უთხრა ”ეხო მოსკვის” ”РСН”-ის მთავარმა რედაქტორმა სერგეი დორენკომ.

რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენელი მიიჩნევს,რომ მკაცრად უნდა დაისაჯონ როგორც პანკ ჯგუფის წევრები, აგრეთვე, ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომლებმაც გააშუქეს ტაძარში მომხდარი .

"Pussy Riot"- ის წევრების ვინაობა ცნობილი არაა, ისინი ხანდახან თანხმდებიან ინტერვიუზე, მაგრამ ყოველთვის ფსევდონიმებს იყენებენ და საზოგადოებაში ნიღბებს არ იხსნიან. სავარაუდოა, რომ სამართალდამცავებს გაუჭირდათ მათი მოძებნა, ამიტომ რადიოს მიაკითხეს, მედიასაშუალებებს კი კანონის მიხედვით, არ აქვთ უფლება, ინფორმაციის მიმწოდებელის ვინაობა მისი სურვილის წინააღმდეგ გაამხილონ. სწორედ ამიტომ „РСН“ პოლიციას ვერაფრით ეხმარება, - აღნიშნავს ”ეხო მოსკვი.”

ცოტა ხნის წინ ხუთი გოგონასაგან შემდგარი ჯგუფი მოულოდნელად შეიჭრა მოს¬კო-ვის ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში. მათ საკურთხეველთან ”პანკ - ლოცვა“ აღავლინეს, რომელიც შეიცავდა ტექსტს- .„ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გააგდე პუტინი.“

აღსანიშნავია, რომ პანკ ჯგუფისადმი მხარდაჭერა გამოხატა სკანდალურმა მოძრაობამ „FEМEN“ უკრაინიდან. უკრაინელი გოგონები რუსებს სთავაზობენ თავიანთ ქვეყანაში თავშესაფარს და დახმარებას რეჟიმთან ბრძოლაში. მათ ამის შესახებ თავიანთ ბლოგზე დაწერეს.

 

კომენტარები