დასაქმების პროგრამა

დასაქმების პროგრამა სტუდენტებისთვის

6 მარტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არადადეგებზე’’ საიტისა და ლოგოს პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას განათლების მინისტრთან, დიმიტრი შაშკინთან ერთად ესწრებოდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლადო ვარძელაშვილი.

რამდენიმე დღის წინ სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნულ პროგრამაზე მიხეილ სააკაშვილმაც ისაუბრა. სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამა ,,summer job’’ 2012 წლის 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გაგრძელდება. პროექტში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს. პროექტის ფარგლებში დასაქმდება 25 000 სტუდენტი, წარმოდგენილი 70 სახის სამუშაო ადგილიდან, ისინი მათთვის სასურველ ვაკანსიას აირჩევენ. თითოეულ დასაქმებულ სტუდენტზე სახელმწიფოს მიერ გამოყოფილია 500 ლარი.

 

კომენტარები