ქართველი სამხედროები ავღანეთში

ბარაკ ობამამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში მოინახულა. აშშ-ში, სამხედრო სამედიცინო ცენტრს ,სადაც ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში რეაბილიტაციის კურსს გადის, ბარაკ ობამა 2 მარტს ესტუმრა. ამერიკის პრეზიდენტი ქართველ სამხედრო მოსამსახურეს ესაუბრა. შეხვედრა ფოტოზე აღბეჭდა თეთრი სახლის ფოტოგრაფმა პიტ სუზამ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა და ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ალექსანდრე ტუღუში ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობდა.

 

კომენტარები