ფეხბურთი

ოფიციალური ბურთი: ადიდას ტანგო 12

0 კომენტარი

წლის 2 დეკემბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა შედგა, ცერემონიალს კი წინ უძღოდა ტურნირის ოფიციალური ბურთის პრეზენტაცია.

ლეგენდარულმა უკრაინელმა სპორტსმენმა, მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონმა ჭოკით ხტომაში სერგეი ბუბკამ, ხელოვნების სასახლეში სტუმრებს კომპანია ადიდასის მიერ სპეციალურად ამ ტურნირისთვის დამზადებული ახალი ბურთი – ტანგო 12 წარუდგინა.

„ჯერ ეს ბურთი არ გამოგვიცდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კარგი იქნება. ადიდასის დამზადებული ცუდი ბურთი ჯერ დიდ ტურნირზე არ შემხვედრია”, – განაცხადა ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ.

იანვარში ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ყველა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ 30 ცალი ტანგო 12 მიიღო, პირველი მატჩი კი, სადაც ამ ბურთით ითამაშებენ, 8 ივნისს გაიმართება: ჩემპიონატის გახსნის შეხვედრაში პოლონეთი ვარშავაში საბერძნეთს უმასპინძლებს.

ტანგო 12 მეთერთმეტეა, რომელიც ადიდასმა სპეციალურად ევროპის ჩემპიონატისთვის დაამზადა. წინა ტურნირებზე ამ ბურთებს იყენებდნენ: 1972 – ტელსტარ ეურო; 1976 – დარლასტ ეურო; 1980 – ტანგო რივერ პლეიტ; 1984 – ტანგო მონდიალ; 1988 – ტანგო ეუროპა; 1992 – ეტრუსკო უნიკო; 1996 – ქუესტრა ეუროპა; 2000 – ტერესტრა სილვერსთრი; 2004 – როტეირუ; 2008 – ეუროპასს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები