სოციალური ქსელი

Facebook-ი რამდენიმე საათით გაითიშა

დღეს დილით, ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში ყველაზე დიდი სოციალური ქსელი Facebook-ი ორი საათით გაითიშა. შვეიცარიაში, იტალიაში, დიდი ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, ეგვიპტეში, უკრაინაში, კორეასა და სხვა ქვეყნებში, მომხმარებელი სოციალურ ქსელზე შესვლას ვეღარ ახერხებდა. გარკვეული დროით, Facebook გათიშული იყო საქართველოშიც.

Twitter-ზე გავრცელდა მოსაზრებები, რომ საიტს ჰაკერულმა ჯგუფმა Anonymous-მა შეუტია. თუმცა, სოციალურმა ქსელმა მალევე გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ შეფერხება ტექნიკური პრობლემების ბრალი იყო და ის მალევე აღმოიფხვრა.

ამჟამად Facebook-ი, რომლის სერვერები ერთ-ერთ ყველაზე დაცულად მიიჩნევა, გამართულად მუშაობს.

 

კომენტარები