მურთაზ ზოდელავა

ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ შედეგი მოიტანა

ცო­ტა ხნის წინ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ნარ­კო­ტი­კუ­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ კვლე­ვის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა. მი­სი მი­ხედ­ვით, 2011 წელს, 2010 წელ­თან შე­და­რე­ბით, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლი 32%-ით, ხო­ლო 2007 წელ­თან შე­და­რე­ბით, 53%-ით შემ­ცირ­და. ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა­სა და სხვა სა­კითხებ­ზე – სის­ხ­ლის­სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სა­ხე­ებ­სა და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბულ რის­კებ­ზე, საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხ­მე­ბე­ბის მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელ­სა და არ­ს­ზე, სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბის მხრი­დან ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე, ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტის ამოქ­მე­დე­ბა­ზე – ტა­ბუ­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რორს, მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას, ესა­უბ­რა.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­მა საგ­რ­ძ­ნობ­ლად იკ­ლო. თქვენ გა­ნაცხა­დეთ, რომ ეს იმ ომის შე­დე­გი­ა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფომ ნარ­კო­ტი­კის რე­ა­ლი­ზა­ტო­რებს გა­მო­უცხა­და. შე­იძ­ლე­ბა თუ არა შე­იც­ვა­ლოს ნარ­კო­პო­ლი­ტი­კა? თუ გა­ნი­ხი­ლე­ბა რა­ი­მე­ნა­ი­რი ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით?

ჩვენ ვთვლით, რაც სტა­ტის­ტი­კი­თა და გა­მო­კითხ­ვე­ბი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ ეს პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც გა­ვა­ტა­რეთ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის მი­მართ, სწო­რი იყო. სწო­რედ ამ პო­ლი­ტი­კის შე­დე­გად შემ­ცირ­და და­ნა­შა­უ­ლი. თან იმ­დე­ნად, რომ თა­მა­მად ვი­ყე­ნებთ ტერ­მინს – გარ­და­ტე­ხა. 50%-ით რომ იკ­ლებს და­ნა­შა­უ­ლი, ეს დრა­მა­ტუ­ლი ცვლი­ლე­ბა­ა. დას­კ­ვ­ნე­ბი მხო­ლოდ მშრა­ლი სტა­ტის­ტი­კის ხარ­ჯ­ზე არ გა­მოგ­ვაქვს. ამას ერ­თ­ვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის გა­მო­კითხ­ვის შე­დე­გე­ბი, რო­მე­ლიც მოწ­მობს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბიც ხე­და­ვენ კლე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით, თბი­ლის­ში. ასე­ვე არ­სე­ბობს სხვა ტი­პის მო­ნა­ცე­მე­ბიც – გარ­კ­ვე­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ადევ­ნე­ბენ თვალს, რამ­დე­ნი შპრი­ცი იყი­დე­ბა, რა ტი­პის ნარ­კო­ტი­კე­ბი მოძ­რა­ობს და ა.შ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ნარ­კო­ტი­კე­ბის ფა­სის მკვეთ­რი ზრდა 10-12-ჯერ და უფ­რო მეტ­ჯე­რაც – ჰე­რო­ი­ნი და სუ­ბუ­ტექ­სი გაძ­ვირ­და გან­სა­კუთ­რე­ბით, რაც კი­დევ უფ­რო არ­თუ­ლებს მი­საწ­ვ­დო­მო­ბას. ასე­ვე, გარ­და იმი­სა, რომ 2007 წლის შემ­დ­გომ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლი გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლი­ა, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ახალ­გაზ­რ­დე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა მას­ში კი­დევ უფ­რო შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ა. ნარ­კო­დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის ასა­კი გაზ­რ­დი­ლი­ა. ეს სეგ­მენ­ტი და­ბერ­და.

ჩვენ ვაგ­რ­ძე­ლებთ მკაცრ პო­ლი­ტი­კას. პირ­ველ რიგ­ში, რე­ა­ლი­ზა­ტო­რებ­ის მი­მარ­თ. თუმ­ცა, ისიც უნ­და ით­ქ­ვას, რომ არ ხდე­ბა დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ა. ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა არ გაგ­ვაქვს სის­ხ­ლის­სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი სფე­რო­დან. ჩვენ­მა მა­გა­ლით­მა აჩ­ვე­ნა, რომ სჯობს, გვქონ­დეს მკაც­რი პო­ლი­ტი­კა. მე­ო­რე მხრივ, ვმუ­შა­ობთ იმა­ზეც, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი ლი­ბე­რა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი დავ­ძ­რათ და ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის გარ­კ­ვე­ულ სეგ­მენ­ტებ­ზე გა­ვავ­რ­ცე­ლოთ სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან უფ­რო ლმო­ბი­ე­რი მიდ­გო­მა. მათ შო­რის – მა­თი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით. არ­სე­ბობს გეგ­მა, რომ ნარ­კო­და­ნა­შა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯა­რი­მე­ბით ამო­ღე­ბუ­ლი თან­ხე­ბის 20% მოხ­მარ­დეს ნარ­კო­მა­ნე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, და­ახ­ლო­ე­ბით 3-4 მი­ლი­ო­ნამ­დე ლარ­ზეა ლა­პა­რა­კი. ამას შე­იძ­ლე­ბა და­ე­მა­ტოს დო­ნო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის თან­ხე­ბიც. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­როც აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თ­ვე­ბა. თბი­ლი­სის მე­რი­ა­მაც გა­მოთ­ქ­ვა სურ­ვი­ლი, რომ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი გახ­დეს.

მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი აქვს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს, ასე­ვე იმას, რომ სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი მთლი­ა­ნად ჩა­ი­კე­ტა ნარ­კო­ტი­კე­ბი­სათ­ვის.

ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის და­ნა­შა­უ­ლის მი­მართ მკაც­რ­მა მიდ­გო­მებ­მა შე­დე­გი გა­მო­ი­ღო – ეს მტკიც­დე­ბა რო­გორც და­ნა­შა­უ­ლის სტა­ტის­ტი­კით, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის კვლე­ვე­ბით. ამ დროს ინერ­გე­ბა სის­ხ­ლის­სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­ხე­ე­ბი. არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ამ­გ­ვარ­მა ლმო­ბი­ერ­მა მიდ­გო­მებ­მა და­ნა­შა­უ­ლის მი­მართ, შე­იძ­ლე­ბა, გარ­კ­ვე­უ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნოს. ამ რისკს რამ­დე­ნად ით­ვა­ლის­წი­ნებთ?

რამ­დე­ნი­მე პროგ­რა­მა წა­მო­ვიწყეთ – ეს არის გან­რი­დე­ბა არას­რულ­წ­ლო­ვან­თათ­ვის და სრულ­წ­ლო­ვან­თათ­ვის, ჩე­მი უფ­რო­სი მე­გობ­რის პროგ­რა­მა. ასე­ვე, ავა­მუ­შა­ვეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მის ინ­ს­ტი­ტუ­ტი, რო­მე­ლიც კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით იყო გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. ეს პრო­ექ­ტე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებს. ისე­ვე რო­გორც ის, რო­დე­საც ვებ­რ­ძ­ვით მძი­მე და­ნა­შა­ულს და გვაქვს ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბის პო­ლი­ტი­კა მის მი­მართ.

ბო­ლო პე­რი­ო­დია უფ­რო ვაქ­ტი­უ­რობთ, ასე ვთქვათ, ლი­ბე­რა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. თუმ­ცა, ეს არ ვრცელ­დე­ბა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლებ­ზე. მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში ვი­ყე­ნებთ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბებს, რო­დე­საც დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვართ, პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის გა­რეთ რჩე­ბა, სა­ში­ში არაა სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის – არას­რულ­წ­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, თუ სრულ­წ­ლო­ვა­ნი. მას ვაძ­ლევთ მე­ო­რე შანსს, თუ ეს ადა­მი­ა­ნი იმ­სა­ხუ­რებს ამას. პრო­ცეს­ში მხო­ლოდ ჩვენ არ ვმო­ნა­წი­ლე­ობთ – აქ ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან ფსი­ქო­ლო­გე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი. დგე­ბა პი­როვ­ნე­ბის ფსი­ქო­პორ­ტ­რე­ტი. ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მის წი­ნა­ის­ტო­რი­ას, ბი­ოგ­რა­ფი­ულ და პი­როვ­ნულ მო­ნა­ცე­მებს. ამ ყვე­ლაფ­რის სა­ფუძ­ველ­ზე ვი­ღებთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს – რო­დე­საც დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სია არა პი­რის სა­პა­ტიმ­რო­ში მო­თავ­სე­ბა, არა­მედ მის­თ­ვის მე­ო­რე შან­სის მი­ცე­მა.

ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბის პო­ლი­ტი­კამ შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა. დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა აღა­რაა ქუ­ჩა­ში უსაფ­რ­თხო­ე­ბა – ის გა­დაჭ­რი­ლი­ა. მან­ქა­ნის გა­ტა­ცე­ბის, ან და­ყა­ჩა­ღე­ბის ში­შიც არ აქვთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გრძელ­დე­ბა მკაც­რი პო­ლი­ტი­კა მძი­მე და გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის მი­მართ, ჩვენ უნ­და გავ­მიჯ­ნოთ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ არი­ან მო­წო­დე­ბით დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­ში­შე­ბი.

უნ­და ვთქვათ, რომ რის­კი მა­ინც არ­სე­ბობს. მას ბო­ლომ­დე ვერ ამოვ­წუ­რავთ. მსგავ­სი მიდ­გო­მე­ბი იშ­ვი­ა­თად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. თუმ­ცა, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი, შან­სის მიმ­ცე­მი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა, ასეც უნ­და გა­კეთ­დეს.

პე­რი­ო­დუ­ლად გან­ს­ჯის სა­გა­ნი ხდე­ბა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხ­მე­ბე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. მა­გა­ლი­თად, ამ­ბო­ბენ, რომ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლის გა­მო შე­იძ­ლე­ბა მო­ინ­დო­მოს პირ­მა მი­სი გა­ფორ­მე­ბა, რაც სა­სა­მარ­თ­ლო­სად­მი ნდო­ბა­ზე ნე­გა­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს. ასე­ვე ამ­ბო­ბენ, რომ ამ გზით „ბიუჯეტი ივ­სე­ბა”. თქვენ რას გვეტყ­ვით, რა გა­ნა­პი­რო­ბებს მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელს? რა უპი­რა­ტე­სო­ბებს იძ­ლე­ვა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხ­მე­ბე­ბი?

პირ­ველ რიგ­ში, იმის თქმა მინ­და, რომ ბევ­რი კლი­შე არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მათ შო­რის ის, რომ დი­დი თან­ხე­ბი შე­დის ბი­უ­ჯეტ­ში საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხ­მე­ბე­ბით, ჯა­რი­მე­ბით და ა.შ. კლი­შეა ისიც, რომ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხ­მე­ბა, ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში, არა­სა­პა­ტიმ­რო მსჯავრს ნიშ­ნავს და რომ კონ­კ­რე­ტუ­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი ყი­დუ­ლობს თა­ვი­სუფ­ლე­ბას რა­ღაც თან­ხის სა­ნაც­ვ­ლოდ. ამ დროს შე­თან­ხ­მე­ბე­ბის 70%-მდე მთავ­რ­დე­ბა მსჯავ­რ­დე­ბუ­ლის ცი­ხე­ში წას­ვ­ლით. საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხ­მე­ბე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი კი სა­ერ­თოდ არ გუ­ლის­ხ­მობს არა­ნა­ირ ჯა­რი­მას.

საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხ­მე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში დგე­ბა, რო­დე­საც ბრალ­დე­ბუ­ლი აღი­ა­რებს ბრალს და თა­ვად გა­მო­ხა­ტავს ნე­ბას, რომ ის გა­ფორ­მ­დეს. არ­ცერ­თი შე­თან­ხ­მე­ბა არაა ძა­ლა­ში, სა­ნამ მას არ გა­ნი­ხი­ლავს და არ და­ამ­ტ­კი­ცებს სა­სა­მარ­თ­ლო. თუ მო­სა­მარ­თ­ლე მი­იჩ­ნევს, რომ პი­რო­ბე­ბი კა­ბა­ლუ­რი­ა, ან ზე­წო­ლას ჰქონ­და ად­გი­ლი, ის აუქ­მებს, ან არ ამ­ტ­კი­ცებს შე­თან­ხ­მე­ბას.

საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხ­მე­ბა იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მ­დეგ ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე ქმე­დი­თი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი. სწო­რედ მი­სი დახ­მა­რე­ბით და­ვა­მარ­ცხეთ ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო, კო­რუფ­ცი­ა. ყვე­ლა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე კო­რუფ­ცი­ა­ზე, თუ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ სამ­ყა­რო­ზე, გა­იხ­ს­ნა და შედ­გა იმი­ტომ, რომ არ­სე­ბობ­და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხ­მე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტი. მან მოგ­ვ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, კონ­კ­რე­ტუ­ლი დამ­ნა­შა­ვე მიგ­ვე­მარ­თა მი­სი­ვე ჩა­კე­ტი­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ. ის უნი­კა­ლუ­რი ბერ­კე­ტი­ა.

პრო­კუ­რა­ტუ­რას აკ­რი­ტი­კე­ბენ იმის­თ­ვის, რომ ხში­რად სას­ჯე­ლაღ­ს­რუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში სხვა­დას­ხ­ვა უკა­ნო­ნო­ბა­ზე, რო­მელ­საც თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი სჩა­დი­ან პა­ტიმ­რე­ბის მი­მართ, გა­მო­ძი­ე­ბას დრო­ში წე­ლავს, არ ას­რუ­ლებს და ა.შ. რას უპა­სუ­ხებ­დით მათ?

პირ­ველ რიგ­ში, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ პე­ნი­ტენ­ცი­ურ სის­ტე­მა­ში მდგო­მა­რე­ო­ბა მკვეთ­რა­დაა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი. გა­მოს­წორ­და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, აშენ­და ახა­ლი სა­პა­ტიმ­რო­ე­ბი, რაც აგ­ვა­რებს გა­დატ­ვირ­თუ­ლო­ბის პრობ­ლე­მას. აქ არ შე­დის ნარ­კო­ტი­კი, ცი­ხეს აღარ მარ­თა­ვენ კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი. სტა­ტის­ტი­კაც ადას­ტუ­რებს, რომ მკვეთ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლი ცი­ხე­ებ­ში, მათ შო­რის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის მხრი­დან გა­და­მე­ტე­ბი­სა. თუმ­ცა, ცხა­დი­ა, კვლავ არის გა­დაც­დე­ნე­ბი და და­ნა­შა­უ­ლი, ისე­ვე რო­გორც ყველ­გან, მათ შო­რის, და­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­ში.

კონ­კ­რე­ტულ ფაქ­ტებ­ზე ჩვენ ვრე­ა­გი­რებთ. არ ვთვლით, რომ რა­მე ჭი­ა­ნურ­დე­ბა, დრო­ში იწე­ლე­ბა. დე­ტა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბა. შარ­შან და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ე­ცა ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის ორი თა­ნამ­შ­რო­მე­ლი და ერ­თი ახ­ლაც სა­პა­ტიმ­რო სას­ჯელს იხ­დის. ვე­რა­ვინ იტყ­ვის, რომ მსგავს შემ­თხ­ვე­ვებ­ზე არ ვრე­ა­გი­რებთ.

უკ­ვე ამოქ­მედ­და ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თ­ლო. წელს ფარ­თოვ­დე­ბა მი­სი მოქ­მე­დე­ბის არე­ა­ლიც. მეს­მის, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით ად­რეა სა­უ­ბა­რი იმა­ზე, თუ რო­გორ მუ­შა­ობს სის­ტე­მა, მაგ­რამ მა­ინც რომ ეცა­დოთ შე­ფა­სე­ბას: რამ­დე­ნად მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვ­და პრო­კუ­რა­ტუ­რა მის ამოქ­მე­დე­ბას და, ზო­გა­დად, რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ინ­ს­ტი­ტუტს?

პრო­კუ­რა­ტუ­რის მომ­ზა­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შე­სა­ფა­სე­ბე­ლი­ა. შარ­შან ორი პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თა. ორი­ვე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლ და ძა­ლი­ან მძი­მე და­ნა­შა­ულს ეხე­ბო­და. იყო რამ­დე­ნი­მე მსჯავ­რ­დე­ბუ­ლი. მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რა მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე აღ­მოჩ­ნ­და. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მი­სი 12 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას – რამ­დე­ნად მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი წარ­მო­ად­გი­ნა ბრალ­დე­ბის მხა­რემ და რამ­დე­ნად არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლია დაც­ვის პო­ზი­ცი­ა. მი­ხა­რი­ა, რომ ორი­ვე შემ­თხ­ვე­ვა­ში ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა ჩათ­ვა­ლეს, რომ ჩვენ საკ­მა­რი­სად არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცია გვქონ­და და გან­სას­ჯე­ლე­ბი იმ­სა­ხუ­რებ­დ­ნენ მკაცრ სას­ჯელს. ორი­ვე ძა­ლი­ან მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი იყო.

ნა­ფიც მსა­ჯულ­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტის ამოქ­მე­დე­ბას უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს. რაც უფ­რო მე­ტად იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სის­ტე­მა­ში, მით უფ­რო უკე­თე­სი შე­დე­გი გვექ­ნე­ბა. პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაც იზ­რ­დე­ბა. ამით, ყვე­ლა – იქ­ნე­ბა ეს პრო­კუ­რო­რი, თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი წევ­რი, კი­დევ ერთ დიდ ნა­ბიჯს ვდგამთ და­სავ­ლე­თის­კენ. ეს არის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტი და ვფიქ­რობ, წარ­მა­ტე­ბით ინერ­გე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში.

 

 

კომენტარები