საქსტატის ანგარიში

საწარმოები, მათ მიერ შექმნილი პროდუქციის ღირებულება და დასაქმება

0 კომენტარი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) 2010 წლის სამეწარმეო აქტივობა 2011 წლის ანგარიშში შეაჯამა. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ 2006-2010 წლებში ქვეყანაში რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4-ჯერ აღემატება ამავე პერიოდში რეგისტრირებულ საწარმოებში დასაქმებულებს. ხოლო რეგისტრირებული საწარმოების მიერ შექმნილი პროდუქციის ღირებულება და საწარმოთა ბრუნვა თითქმის გაორმაგებულია. სტატისტიკური მონაცემები ზუსტად ასახავს საერთაშორისო რეიტინგების მიერ ბოლო დროს ხშირად გაკეთებულ დასკვნას – საქართველოში ბიზნესის დასაწყებად მეგობრული და ლიბერალური გარემოა, თუმცა გარკვეული ინსტიტუციური პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს.

2010 წელს, 2006 წელთან შედარებით, საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა გაორმაგდა. ეს მიუთითებს, რომ ქვეყანაში ბიზნესის დაწყება მარტივია. მეორე მხრივ, ამავე წლებში რეგისტრირებულ საწარმოებში სტაბილურად დასაქმებული ადამიანების რიცხვი მხოლოდ 10%-ით გაიზარდა. გამოდის, რომ საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა თვითონ ამ საწარმოთა რაოდენობას 4-ჯერ ჩამორჩება.

ამ ტენდენციას ახსნა აქვს: ციფრები აჩვენებს, რომ ბაზარზე ფირმები მოკლევადიან საქმიანობას ირჩევენ – მაგალითად, მონაწილეობენ მხოლოდ ტენდერებში, ერთი ტენდერიდან მეორემდე კი საქმიანობას აჩერებენ. მეორე მხრივ, ეს იმაზეც მიუთითებს, რომ კორუფციისადმი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკამ გაამართლა: კომპანიები ხშირად ერთჯერადი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნითაც რეგისტრირდებიან. ისინი ჩრდილოვან ეკონომიკას თავს არიდებენ. ამ შემთხვევაშიც, ადამიანების დიდი ნაწილი საქმიანობას კი არ წყვეტს, არამედ დროებით აჩერებს და საჭიროების შემთხვევაში განაახლებს.

-2010 წლებში რეგისტრირებული საწარმოების ძირითადი კაპიტალი და დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება 100%-ზე მეტად არის გაზრდილი. ამასთან, ამ საწარმოების მიერ შექმნილი პროდუქციის ღირებულება და საწარმოთა ბრუნვაც თითქმის გაორმაგებულია. თუმცა, ეს ყველაფერი ეროვნულ ვალუტასა და მიმდინარე ფასებში აისახება. შესაბამისად, ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით, ფულად ერთეულში გამოხატული ზრდა პროდუქციის რაოდენობრივ მატებას არ ნიშნავს. ამ შემთხვევაში, პროდუქციის მოცულობის კი არა, ფასების ზრდასთან უფრო გვაქვს საქმე.

სტატისტიკური მონაცემების ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ უმჯობესია, მკაცრი ადმინისტრირებიდან ახლა საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციაზე გაკეთდეს აქცენტი. ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს საგადასახადო რეფორმა, რომელსაც სწორედ ეს გეზი აქვს აღებული. თუმცა რეფორმირების ტემპი ბიზნესისთვის არასტაბილურობის განცდას ამკვიდრებს: ბოლო ორი წლის განმავლობაში

მიღებული ცვლილებების რიცხვმა 30-ს გადააჭარბა. ეს ფაქტი ბიზნესს გრძელვადიანი დაგეგმვის საშუალებას არ აძლევს. ამ მხრივ, წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება პარლამენტის მიერ ეკონომიკური თავისუფლების აქტის მიღება ჩაითვალოს. ეს აქტი ზღუდავს ქვეყნის ეკონომიკაში მთავრობის ჩარევას და ახალი გადასახადების თუ მარეგულირებლების გაჩენას. ასევე კარგი იქნება, თუ მთავრობა თავის დანაპირებს გაიხსენებს და მოგების და საშემოსავლო გადასახადებს შეამცირებს. ამით რეინვესტირებისთვის – მათ შორის, დასაქმებისთვისაც – საწარმოებს მეტი კაპიტალი დარჩებათ. არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანკა ვასაძე

კომენტარები