გამოფენა

ნინო ანანიაშვილის სასცენო კოსტიუმების გამოფენა

დღეს, 14 მარტს, 20:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ნინო ანანიაშვილის სასცენო კოსტიუმების და აქსესუარების გამოფენა გაიხსნება, სადაც პრიმა-ბალერინას ასზე მეტი სასცენო კოსტიუმების ექსპოზიცია გამოიფინება, რომელსაც დიზაინერი ნინო ჩუბინიშვილი წარმოადგენს.

გამოფენა ნინო ანანიაშვილის სასცენო მოღვაწეობის 30 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო დღეების ფარგლებში გაიმართება.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში დამთვალიერებლებს ექნებათ საშუალება გაიხსენონ და თვალი გადაავლონ პრიმას პარტიებს.

კოსტიუმები იქნება წარმოდგენილი ბალეტებიდან „გედების ტბა“, „დონ კიხოტი“, „ჟიზელი“, „რაიმონდა“, „კორსარი“ და სხვა.

წლების მანძილზე წარმოდგენებისთვის კოსტიუმებს ქმნიდნენ: სოლომონ ვირსალაძე, ალექსეი ვასილიევი, ვიაჩესლავ ოკუნევი და სხვა ცნობილი თეატრალური მხატვრები.

ექსპოზიციაზე ასევე იქნება წარმოდგენილი თავად ნინო ანანიაშვილის ესკიზით შექმნილი კოსტიუმებიც.

 

კომენტარები