ლონდონი 2012

ბრიტანული მუსიკის სიმფონია

0 კომენტარი

ლონდონის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებით, ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალის ოფიციალური სახელწოდება „ბრიტანული მუსიკის სიმფონია” იქნება.

თამაშები, რომელიც 27 ივლისს იწყება, 12 აგვისტოს საზეიმოდ დასრულდება.

ლოთსკი-ს (ლონდონის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი) ოფიციალური ინფორმაციით, ოლიმპიადის და პარალიმპიური თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონიალის მუსიკალურ გაფორმებაზე ლონდონის სიმფონიური ორკესტრი იზრუნებს, მათ გარდა კი შოუში სახელგანთქმული ბრიტანელი კომპოზიტორები და შემსრულებლებიც იქნებიან ჩართულნი.

ლოთსკი-ს თავმჯდომარემ სებასტიან კოემ განაცხადა: „წლევანდელი თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონიალები ბრწყინვალე საშუალებაა, რათა მსოფლიოს ბრიტანული კულტურის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი – მუსიკა, საუკეთესოდ გავაცნოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ თითქმის ოთხ მილიარდ ადამიანს ზუსტ მესიჯს გავუგზავნით”.

ყველა მთავარ ცერემონიალს ერთი გუნდი უხელმძღვანელებს დევიდ არნოლდის (მუსიკალური გაფორმება), ეს დევლინის (საერთო დიზაინი), კიმ გევინის (სამხატვრო ხელმძღვანელი) და პატრიკ ვუდროფის (მხატვრული განათება) შემადგენლობით.

გადაწყვეტილია, რომ ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალში 4100 მსახიობი, 3500 მოხალისე და ლონდონის სკოლების 380 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. ლოთსკი-ს განცხადებით, ცერემონიალს პირდაპირ ტელეეთერში დაახლოებით 750 მილიონი ადამიანი ნახავს.

ლონდონის სიმფონიური ორკესტრის აღმასრულებელმა დირექტორმა კეტრინ მაკდაუელმა განაცხადა: „ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ლონდონის ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონიალის მუსიკალური გაფორმების საშუალება მოგვეცა. სპორტი და მუსიკა მსოფლიოს ხალხთა განუყოფელი ნაწილია და მოხარულნი ვართ, რომ ასეთ დიდ სპორტულ მოვლენაში აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ”.

ლონდონის სიმფონიური ორკესტრი 1904 წელს დაარსდა, წელიწადში კი ლონდონსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 140 კონცერტს ატარებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნანი ბრეგვაძემ და სტეფანემ დუეტი ჩაწერეს (ვიდეო)

კომენტარები