იერუსალიმი

დავით ბაქრაძე იერუსალიმის პატრიარქს შეხვდა

ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით,  საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძე ისრაელში იერუსალიმის პატრიარქს თეოფილე მესამეს  შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ იერუსალიმის პატრიარქს გააცნო საქართველოს სახელმწიფოს, ეკლესიის და ქართველი ხალხის სურვილი ჯვრის მონასტრის დაბრუნების თაობაზე. პარლამენტის თავმჯდომარე იერუსალიმის პატრიარქს ესაუბრა იმაზეც, თუ რატომ არის საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელოვანი მონასტრის ქართული ეკლესიისთვის დაბრუნება. ტელეკომპანია რუსთავი -2 -ის ცნობით, თეოფილე მესამემ განაცხადა, რომ ეს საკითხი ხანგრძლივი მოლაპარაკებების საგანია. შეხვედრის შემდეგ ქართული დელეგაცია იერუსალიმის ჯვრის მონასტერს ესტუმრა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისრაელის სახელმწიფოში 12 მარტს გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ჯვრის მონასტრის თემა მან პირველად  რელიგიის საკითხებში ისრაელის მინისტრთან შეხვედრაზე წამოწია, რომლისგანაც მიიღო დაპირება, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება საქართველოს ამ საკითხში.

 

კომენტარები