Political Risk Atlas

საქართველო ინვესტიციების მოსაზიდად საშუალო რისკის მატარებელი ქვეყანაა

0 კომენტარი

ბრიტანულმა კომპანია Maplecroft-მა ახალი კვლევა – Political Risk Atlas 2012 – გამოაქვეყნა. კომპანია ერთმანეთს 196 ქვეყანას ადარებს და ინვესტიციების მოზიდვისთვის მნიშვნელოვანი რისკების მიხედვით, 4 ძირითად კატეგორიად – უკიდურესად მაღალი, მაღალი, საშუალო და დაბალი – აჯგუფებს.

კვლევის მიხედვით, 2011 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად 5 ძირითადი რისკი არსებობდა: მთავრობის ჩარევა და ზედმეტი რეგულირება, არასტაბილური პოლიტიკური, ბიზნეს და მაკროეკონომიკური გარემო, რესურსების ნაციონალიზაცია და რეჟიმის ძალადობრივი გზით შეცვლის მაღალი ალბათობა. ყველა ქვეყანა, რომელიც უკიდურესად მაღალი რისკის კატეგორიაში მოხვდა – მათ შორის, ავღანეთი, ერაყი, სუდანი, პაკისტანი – გარკვეული დოზით ამ რისკებს შეიცავს.

ანგარიშის მიხედვით, საქართველო საშუალო რისკის ქვეყნებში მოხვდა. უშუალო მეზობლებიდან – სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი – საქართველოსთან ერთად, ამ კატეგორიაში მოხვდნენ თურქეთი და სომხეთი. რუსეთი და აზერბაიჯანი მაღალი რისკის კატეგორიაში შედიან. კვლევა აჩვენებს, რომ 2011 წელს მაღალი რისკის სახელმწიფოებში ინვესტიციების მოზიდვას, სხვა მიზეზებთან ერთად, განსაკუთრებით უშლიდა ხელს კორუფციის მაღალი დონე. საშუალო რისკის ქვეყნებისთვის წამყვანი პრობლემა, სხვა ფაქტორებთან ერთად, ინფლაციის მაღალი დონე იყო.

ინვესტიციების მოსაზიდად ყველაზე ნაკლები რისკის შემცველი ბევრი ევროპული სახელმწიფო, აშშ და სკანდინავიის ქვეყნებია. მათი კონკურენტული უპირატესობა – სტაბილური დემოკრატიული მმართველობის დიდი გამოცდილებაა. ეს ინვესტორთა ნდობას ზრდის.

Maplecroft-ის მიერ შედგენილი კვლევა, მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო რესურსია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ინვესტირებას ან საკუთარი ბიზნესის გაფართოებას გეგმავენ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები