სუდანი

ჯორჯ კლუნი სამოქალაქო დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს

მსახიობი ჯორჯ კლუნი სამოქალაქო დაუმორჩილებლობისთვის ვაშინგტონში, სუდანის საელჩოსთან დააკავეს. კლუნი სხვა დემონსტრანტებთან ერთად სუდანსა და სამხრეთ სუდანს შორის საზღვარზე გაჩენილი ჰუმანიტარული კრიზის შესახებ ამერიკის მთავრობის გაფრთხილებას ცდილობდა. მსახიობი მას შემდეგ დააკავეს, რაც ის პოლიციის ბრძანებას არ დაემორჩილა და სუდანის საელჩოს ტერიტორია არ დატოვა.

კლუნისთან ერთად დაკავებულნი არიან მარტინ ლუთერ კინგის შვილი, დემოკრატიული პარტიის წევრი და მასაჩუსეტსის კონგრესმენი ჯიმ მაკგავერნი და ვირჯინიის დემოკრატი კონგრესმენი ჯიმ მორანი.

გუშინ კლუნი სუდანის საკითზე სამსჯელოდ  თეთრ სახლში ბარაკ ობამას შეხვდა. რამდენიმე დღის წინ ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშეც წარსდგა და მათთან საუბრისას სუდანი დარფურს შეადარა. 

კომენტარები