მიწისძვრა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

თბილისიდან 38 კილომეტრში წუხელ 3,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ წალკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 5 კილომეტრში მდებარე სოფელ ბაშქოიში იყო.

მიწისქვეშა ბიძგები 21:52 საათზე, 5 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. სტიქიას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

კომენტარები