ოსამა ბინ ლადენი

ბინ ლადენი ობამას ლიკვიდაციას გეგმავდა

ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოსამა ბინ ლადენი აშშ -ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას, ლიკვიდაციას გეგმავდა.

BBC - ის ცნობით, ეს გეგმა აბოტაბადში აღმოჩენილ დოკუმენტებში იყო გაწერილი, სადაც ალ–ყაიდას ლიდერი ამერიკის სპეცსასმსახურებმა გასულ წელს მოკლეს.

ბინ ლადენმა თავის ხელქვეითებს დაავალა დაეგეგმათ თავდასხმა იმ თვითმფრინავზე, რომლითაც ობამა და გენერალი დევიდ პეტრეუსი მიფრინავდნენ. მისი თქმით, პრეზიდენტის მკვლელობა ამერიკას კრიზისულ მდგომარეობაში ჩააყენებდა, ვინაიდან ვიცე - პრეზიდენტი ბაიდენი ,,აბსოლუტურად მოუმზადებელი ’’ იყო ქვეყნის ლიდერობითვის.

სულ უფრო იზრდება მოლოდინი იმისა, რომ ამერიკის მთავრობა გამოაქვეყნებს ყველა იმ დოკუმენტსა და ინფორმაციას, რაც 2011 წელს ბინ ლადენის თავშესაფრიდან მოიპოვეს. ცნობილია, რომ სპეცსამსახურებმა კომპიუტერები, დისკები და სხვადასხვა სახის აპარატურა ამოიღეს.

 

კომენტარები