ქართული კინო

ავთანდილ მახარაძის ვარსკვლავი

დღეს, 18 მარტს, 19:00 საათზე, კინოთეატრ რუსთაველში ავთანდილ მახარაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება, რომელსაც კინოთეატრის წინ მსახიობის ვარსკვლავის საზეიმო გახსნა დაასრულებს. შემოქმედებით საღამოზე, კოლაჟის სახით ნაჩვენები იქნება მსახიობის მიერ შესრულებული როლები.

ავთანდილ მახარაძეს ქართულ კინოსა და თეატრში არაერთი მნიშვნელოვანი სახე აქვს შექმნილი. ერთ-ერთი გამორჩეული როლი მისი შემოქმედებიდან თენგის აბულაძის ფილმ „მონანიებაშია“, სადაც ერთდროულად ორი ადამიანი ვარლამ და აბელ არავიძე განასახიერა. სწორედ „მონანიებაში“ შესრულებული როლისთვის ჩიკაგოს საერთაშორისო ფესტივალზე, 1987 წელს, მსახიობმა მთავარი პრიზი, „სილვერ ჰიუგო“ მიიღო.

 

 

კომენტარები