შოუბიზნესი

ადელის '21'-მა Pink Floyd-ის 'The Dark Side Of The Moon' უკან ჩამოიტოვა

ადელის '21' ბრიტანეთის საუკეთესო გაყიდვად ალბომებს შორის მოხვდა და ლეგენდარული Pink Floyd-ის მერვე ალბომი, „The Dark Side Of The Moon“ გაყიდვების რაოდენობით უკან ჩამოიტოვა.

„21“ ადელის რიგით მეორე სტუდიური ჩანაწერია, რომელიც დღეს ბრიტანეთის 10 ყველაზე გაყიდვადი ალბომის სიაში, მეშვიდე პოზიციაზეა.

„21“ -ის გაყიდვებმა მსოფლიო მასშტაბით 4,142,000-ს გადააჭარბა.

Pink Floyd-ის „The Dark Side Of The Moon“, რომელიც 1973 წელს გამოვიდა, წლების მანძილზე ინარჩუნებდა მეშვიდე პოზიციას სიაში, მაგრამ 23 წლის მომღერალმა შეძლო ლეგენდარული ბენდის უკან ჩამოტოვება და არ არის გამორიცხული „Dire Straits“-ის „Brothers In Arms“, რომელიც ამჟამად მეექვსე პოზიციაზეა გაუსწროს, ამის შემდეგ კი სიაში მაიკლ ჯექსონის „Thriller“ არის.

ბრიტანეთის 10 საუკეთესოდ გაყიდვადი ალბომები:

1 - Greatest Hits - Queen - 5,864,000

2 - Sgt Pepper's Lonely Hearts Club Band - The Beatles - 5,045,000

3 - Gold: Greatest Hits - ABBA - 4,992,000

4 - (What's The Story) Morning Glory? - Oasis - 4,520,000

5 - Thriller - Michael Jackson - 4,272,000

6 - Brothers In Arms - Dire Straits - 4,154,000

7 - 21 - Adele - 4,142,000

8 - The Dark Side Of The Moon - Pink Floyd - 4,116,000

9 - Bad - Michael Jackson - 3,960,000

10 - Greatest Hits II - Queen - 3,888,000

 

 

კომენტარები