კინო

ტონინო გუერა გარდაიცვალა

 92 წლის ასაკში, იტალიაში  ტონინო გუერა გარდაიცვალა.   სახელგანთქმული იტალიელი სცენარისტი,  მწერალი, პოეტი,  მხატვარი  საავადმყოფოდან რამდენიმე დღის წინ,   საკუთარ დაბადების დღეს  გაწერეს,  რათა  ავტობიოგრაფიული წიგნის პრეზენტაციას დასწრებოდა.

ტონინო გუერა 100-ზე მეტი სცენარის ავტორია. ის თანამშრომლობდა ისეთ რეჟისორებთან როგორებიც  იყვნენ ფედერიკო ფელინი, ანდრეი ტარკოვსკი, მიქელანჯელო ანტონიონი,  პიერ პაოლო პაზოლინი... ტონინო გუერა არის ავტორი სცენარებისა ფილმებისთვის: ”ამარკორდი,”  ორკესტრის რეპეტიცია,” ”წითელი უდაბნო”, ”ფოტოგადიდება,” ”ნოსტალგია”  და სხვა.  ტონინო გუერას  დაწერილი  სცენარებისთვის მიღებული აქვს კანის  კინო-ფესტივალისა და ამერიკის  კინო აკადემიის ჯილდოები.  პირველი ოსკარი  მან 1966 წელს მიიღო, სცენარისთვის ფილმისთვის -,,კაზანოვა.’’ 

ტონინო გუერა გასულ წელს საქართველოში, ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე (BIAFF) ჩამოსვლას გეგმავდა, რაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო ვერ მოახერხა. 

კომენტარები