საზოგადოებრივი აზრი

49/34%-ის წინააღმდეგ – საქართველო დემოკრატიაა

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხად სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი რჩე­ბა. შე­და­რე­ბით იკ­ლო ინ­ფ­ლა­ცი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბამ. თუ 2011 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ფა­სე­ბის ზრდა 42%-ს აწუ­ხებ­და ყვე­ლა­ზე მე­ტად, ამ­ჟა­მინ­დე­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 26%-ია. ასე­ვე შე­და­რე­ბით იმა­ტა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ჯან­დაც­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბამ. მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­კითხე­ბის სა­მე­ულ­ში ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას სწო­რედ ის მოს­დევს. კლე­ბის ტენ­დენ­ცი­ას ინარ­ჩუ­ნებს სი­ღა­რი­ბის სა­კითხიც. ეს და სხვა თე­მე­ბი ამე­რი­კის ეროვ­ნულ­-­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტის (NDI) დაკ­ვე­თით კავ­კა­სი­ის კვლე­ვი­თი რე­სურ­სე­ბის ცენ­ტ­რ­მა (CRRC) გა­მო­ი­კითხა. მო­სახ­ლე­ო­ბა 22 თე­ბერ­ვ­ლი­დან 5 მარ­ტამ­დე პე­რი­ოდ­ში გა­მო­კითხეს.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 62% მი­იჩ­ნევს, რომ ქვე­ყა­ნა სწო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თარ­დე­ბა. 68% კი თვლის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მათ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბებს ატა­რებს. ისი­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­მი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა მო­მა­ვა­ლი 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა – ჯან­დაც­ვის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის და სა­პენ­სი­ო.

ასე­ვე კვლავ გაზ­რ­დი­ლია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა – 49%-მდე (34%-ის სა­პი­რის­პი­როდ), ვინც თვლის, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­ა­ა. წი­ნა გა­მო­კითხ­ვი­სას, 2011 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, 45% მი­იჩ­ნევ­და დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნად სა­ქარ­თ­ვე­ლოს. ეს იყო პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა NDI-ის გა­მო­კითხ­ვებ­ში, რო­დე­საც იმ ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ გა­და­ა­ჭარ­ბა სა­პი­რის­პი­რო მაჩ­ვე­ნე­ბელს, ვინც ქვე­ყა­ნას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად თვლის. ამავ­დ­რო­უ­ლად, ისი­ნი, ვინც სა­ქარ­თ­ვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად თვლი­ან (43%), ამ­ბო­ბენ, რომ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა კი­დევ უნ­და გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. ისი­ნი კი, ვინც ქვე­ყა­ნას არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად მი­იჩ­ნევს (21%), აცხა­დე­ბენ, რომ ქვე­ყა­ნა მა­ინც დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ მი­დის. გა­მო­კითხულ­თათ­ვის დე­მოკ­რა­ტია არის სიტყ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, კა­ნო­ნის წი­ნა­შე თა­ნას­წო­რო­ბა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა.

მო­სახ­ლე­ო­ბას სთხო­ვეს, შე­ე­ფა­სე­ბი­ნათ, მთელ რიგ სა­კითხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რო­გორ შე­იც­ვა­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მდგო­მა­რე­ო­ბა 2008 წლის შემ­დ­გომ. ყვე­ლა­ზე მეტ გა­უ­ა­რე­სე­ბას ისი­ნი ფა­სე­ბის ზრდის მი­მარ­თუ­ლე­ბით აღ­ნიშ­ნა­ვენ (79%). ასე­ვე გა­მო­ყო­ფენ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის თვალ­საზ­რი­სით მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას. თა­ვის მხრივ, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია პენ­სი­ე­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სხვა სა­კითხებ­თან შე­და­რე­ბით, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას აღ­ნიშ­ნა­ვენ გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­შიც (46%). გა­მო­კითხ­ვა რიგ სა­კითხებ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ სტაგ­ნა­ცი­ის შეგ­რ­ძ­ნე­ბას გვიჩ­ვე­ნებს 2008 წლის შემ­დ­გომ. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, 2008 წლის შემ­დ­გომ რამ­დე­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­და გა­მო­კითხუ­ლე­ბი­სა და მა­თი ოჯა­ხე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მთლი­ა­ნო­ბა­ში, მცი­რე მა­ტე­ბაა მათ­ში, ვინც ამ­ბობს, რომ უკე­თე­სად ცხოვ­რობს (26%). ზუს­ტად ამ­დე­ნი­ვე თვლის, რომ მი­სი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და. 47%-სთვის კი არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა.

ად­გი­ლობ­რი­ვი სა­კითხე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად თბი­ლის­ში და­სუფ­თა­ვე­ბის გა­და­სა­ხა­დის ელექ­ტ­რო­ე­ნერ­გი­ის გა­და­სა­ხად­ზე მიბ­მას მი­იჩ­ნე­ვენ. 2008 წლის შემ­დ­გომ, 94% თვლის, რომ ამ მხრივ ვი­თა­რე­ბა გა­უ­ა­რეს­და.

მო­ქა­ლა­ქე­ებს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბაც სთხო­ვეს. მა­გა­ლი­თად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­თ­ვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თ­მე­ვას მო­სახ­ლე­ო­ბის 65% უარ­ყო­ფი­თად აფა­სებს და 70% თვლის, რომ მას მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა უნ­და აღუდ­გეს. გა­მო­კითხუ­ლე­ბი მხარს უჭე­რენ პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვა­საც (59%) ქა­ლაქ ლა­ზი­კას მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. მათ იმა­ზეც ჰკითხეს, ხვალ რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი იყოს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თუ მი­ი­ღებ­დ­ნენ, რა­საც 64%-მა გას­ცა და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი. ეს წი­ნა, სექ­ტემ­ბ­რის, გა­მო­კითხ­ვას­თან შე­და­რე­ბით, 13%-იან ზრდას გვიჩ­ვე­ნებს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებს, 88% არ იწო­ნებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დელ ურ­თი­ერ­თო­ბებს რუ­სეთ­თან. ამავ­დ­რო­უ­ლად, კვლავ მა­ღა­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რა.

კომენტარები