საქართველოს პრეზიდენტი

სააკაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოვიდა

ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე  თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ბირთვული უსაფრთხოების საკითხების გადაჭრის აუცილებლობაზე. მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ბირთვული და რადიოაქტიური უსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის გაღრმავების მოწოდებით. ის შეეხო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემას და ოკუპირებული ტერიტორიებიდან - აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან - მომდინარე საფრთხეები აღნიშნა, რადიოაქტიური ნივთიერებების გავრცელების კუთხით. საქართველოს ლიდერმა ხაზი გაუსვა საფრთხეებს, რომლებიც ამ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორინგის არარსებობის გამო დგას,   მან პირდაპირ განცხადა, რომ  საქართველოს, რუსეთის მიერ ოკუპირებული  ტერიტორიები კონტრაბანდისტებისთვის შავი ხვრელია და მისი კონტროლის საშუალება საქართველოს ხელისუფლებას არ ეძლევა. 

 

 

კომენტარები