მხატვრობა

რემბრანტის აქამდე უცნობ ტილოს ბედფორდშირის საგრაფოში გამოფენენ

მალე ფართო საზოგადოება რემბრანდტის აქამდე უცნობ ნამუშევარს იხილავს. ზეთში შესრულებულ ტილოს, რომელზეც მოხუცი კაცია გამოსახული, ბედფორდშირის საგრაფოში, უობერნ-ების მამულში დამთვალიერებლებს წარუდგენენ.

ნახატი, რომელიც „მოხუცი რაბინის“ სახელითაა ცნობილი, უკანასკნელად 1950 წელს იყო გამოფენილი. მას შემდეგ კი საგრაფოში ინახებოდა. რემბრანდტის ექსპერტმა ერნსთ ვან დე ვეთერინგმა, ნახატის შესწავლის შემდეგ დაადასტურა, რომ ის ნამდვილად რემბრანტის შექმნილია. ექსპერტის თქმით, ტილო ჰოლანდიის ოქროს ხანის ერთ-ერთი უდიდესი ქმნილებაა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ახლადაღმოჩენილი ტილო და ბერლინში დაცული ნახატი, რომელზეც სავარაუდოდ რემბრანდტის მეუღლეა გამოსახული, ერთი კოლექციის ნაწილია. ორივე ტილო 1643 წელს არის შექმნილი, მათ მსგავსი დიზაინი და ბიბლიურ სტილში შესრულების მანერა აერთიანებთ.

 

კომენტარები