რეცეპტი

კრევეტის კოქტეილი

2 ულუფა 2 ავოკადო ნახევარი შეკვრა სამარხვო მაიონეზი სლობოდა 250 გრ. მომცრო ზომის კრევეტი 2 სუფრის კოვზი კეტჩუპი ნახევარი ლიმონი 1 სუფრის კოვზი ვურსტერის სოუსი მარილი ჯამში 20 ლარი

 მომზადების წესი:

ადუღებულ წყალში ჩაყარეთ კრევეტები და მოხარშეთ 3 წუთი.

მოხარშული კრევეტები მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში, მოასხით მაიონეზი, კეტჩუპი, ნახევარი ლიმონის წვენი, ვურსტერის სოუსი, კარგად გადაურიეთ და მოაყარეთ მარილი გემოვნებით.

გაჭერით ავოკადო, გამოაცალეთ კურკა და კოვზით გაასუფთავეთ ავოკადოს გული.

შეზავებული კრევეტები ჩადეთ ავოკადოში და დააგემოვნეთ.

კომენტარები