მალაიზია

დარეჯან კოხტაშვილს სიკვდილით აღარ დასჯიან

მალაიზიაში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, დარეჯან კოხტაშვილს სასჯელი შეუმსუბუქდა, მას სიკვდილით აღარ დასჯიან. საქართველოს პროკურატურაში იმედოვნებენ, რომ მალაიზიაში ანალოგიური გადაწყვეტილებას მიიღებენ დარეჯან გორდაძესთან მიმართებითაც.

გავრცელებული ცნობებით, სასჯელის შემსუბუქება , მალაიზიის პროკურატურაში საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გადაგზავნილი მასალების საფუძველზე გადაწყდა.

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის, დავით საყვარელიძის განცხადებით,დარეჯან კოხტაშვილს, რომელიც ნარკოტრეფიკის ბრალდებით დააკავეს და რომელსაც სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა, 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ”შევძელით, დაგვერწმუნებინა მალაიზიელი კოლეგები, დაცვის მხარესთან ერთად, რომ გამოეყენებინათ ჩვენი მოქალაქეების მიმართ უფრო მსუბუქი სასჯელი. 30 მარტს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება დარეჯან კოხტაშვილთან და მას სიკვდილით დასჯის, კერძოდ ჩამოხრჩობის ნაცვლად, 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც უკვე მოხდილი აქვს ორი და მოსახდელი დარჩება 4 წელი. ბაბუცა გორდაძის და დარეჯან კოხტაშვილის დაკავებიდან, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, არ შეგვიჩერებია მცდელობა, რომ დაგვერწმუნებინა მალაიზიის სახელმწიფო გამოეყენებინათ მაქსიმალურად ჰუმანური და მსუბუქი სასჯელი. ამგვარი პოზიტიური გადაწყვეტილების შემდეგ, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს საათებში ბაბუცა გორდაძესთან დაკავშირებითაც ანალოგიური ნაბიჯი იქნება გადადგმული," -განაცხადა საყვარელიძემ.

მალაიზიელმა სამართალდამცავებმა დარეჯან კოხიტაშვილი და ბაბუცა გორდაძე 2011 წლის 27 ოქტომბერს მალაიზიაში ნარკოტიკული საშუალების შეტანის ფაქტზე დააკავეს. მალაიზიური კანონმდებლობით, ეს დანაშაული სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

ამასთან, ქართველმა სამართალდამცავებმა დააკავეს ბაბუცა გორდაძის მეუღლე ელდარ დავითიანი. მას სასამართლომ 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა- შენახვა- გადაზიდვისთვის.

 

კომენტარები