ლუსტრაცია

ბულგარელ მიტროპოლიტთა უმრავლესობა საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა

ბულგარეთში საეკლესიო კრიზისია. სასულიერო პირთა ნაწილი იმ მიტროპოლიტების გადადგომას მოითხოვს, რომელთაც საბჭოთა უშიშროების ორგანოებთან და სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობაც, სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ დაადგინა. მათი თქმით, ეპისკოპოსების გადადგომას „სახარება, დოგმატები და წმინდა კანონები“ მოითხოვენ.

 როგორც ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, ბულგარულმა კომისიამ, რომელიც მიზნად ისახავს გამოავლინოს საბჭოთა სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში მყოფი მოქალაქეები, გამოაქვეყნა მონაცემები რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან დაკავშირებით. მხოლოდ ოთხი მართლმადიდებელი მიტროპოლიტი თხუთმეტიდან, არ აღმოჩნდა კავშირში სპეცსამსახურებთან, მათ შორის პატრიარქი მაქსიმეც. დანარჩენები სხვადასხვა ფორმით თანამშრომლობდნენ კაგებესთან.

ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ლუსტრაციის დაწყებისთანავე მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტისთვის გადაეცა ყველა აუცილებელი მასალა, რომელიც საბჭოთა დროს გადაბირებული სასულიერო პირების შესახებ მოეპოვებოდა. მონაცემების გამოქვეყნებამდე ცნობილი იყო, რომ მხოლოდ ორი ბულგარელი ეპისკოპოსი თანამშრომლობდა საბჭოთა სპეცსამსახურებთან. მათ შორის ერთმა, მიტროპოლიტმა იოსებ ბოსანოვმა ეს თავად აღიარა.

აგენტურის დოსიეთა გახსნამ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი მოსახლეობის ნდობა მნიშვნელოვნად შეამცირა. ბულგარული ეკლესიისადმი ნდობის რეიტინგი, ანალიზისა და მარკეტინგის ცენტრის სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, 2012 წელს 45.9%-დან - 34,7%-მდე შემცირდა. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე მხილებულმა მიტროპოლიტმა შეინანა.

 კოლაბორაციონისტ მიტროპოლიტთა მეტსახელები გამოქვეყნებული მასალის მიხედვით ასე გამოიყურება:

 1. მიტროპოლიტი გალაკტიონ ტაბაკოვი - მეტსახელი "მიშო";

2. მიტროპოლიტი იოანე ნედელჩევი - "კირილიევიჩი";

3. მიტროპოლიტი გრიგორი სტეფანოვი - "ვანიო";

4. მიტროპოლიტი იოსებ ბოსაკოვი - "ნიკოლოვი", "ზოგრაფოვი";

5. მიტროპოლიტი ეგნატე დიმოვი - "პენევი", "გერმანსკი";

6. მიტროპოლიტი დომეტიანე ტოპუზლიევი - "დობრევი";

7. მიტროპოლიტი კალენიკე ალექსანდროვი - "რილსკი", "ველკო";

8. მიტროპოლიტი კირილე კოვაჩევი - "ვლადისლავი";

9. მიტროპოლიტი ნათანაილ კალაიჯიევი - "ბლაგოევი";

10. მიტროპოლიტი სიმეონ კოსტადინოვი - "ხრისტოვი", "ტორისი";

11. მიტროპოლიტი ნეოფიტე დიმიტროვი - "სიმეონოვი."

 

კომენტარები