მალაიზია

სიკვდილით აღარც ბაბუცა გორდაძეს დასჯიან

სიკვდილით დასჯა აღარც მალაიზიაში დაკავებულ  საქართველოს მეორე მოქალაქეს, ბაბუცა გორდაძეს ემუქრება. გავრცელებული ინფორმაციით, მალაიზიის სასამართლომ გორდაძეს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

რამდენიმე დღის წინ მალაიზიის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო ბაბუცა გორდაძესთან ერთად დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილთან მიმართებით და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაკავებულებს 2 წლიანი პატიმრობა უკვე მოხდილი აქვთ.

დარეჯან კოხტაშვილი და ბაბუცა გორდაძე მალაიზიაში 2010 წელს ,ნარკოტიკული საშუალებების გადატანის ფაქტზე დააკავეს. მალაიზიის კანონმდებლობით კი ამ ტიპის დანაშაული სიკვდილიღ ისჯება.

მალაიზიაში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემდეგ სამართალდამცველებმა საქართველოში ბაბუცა გორდაძის მეუღლე ელდარ დავითიანი დააპატიმრეს. სასამართლომ მას 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა განასაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიგების შეძენა-შენახვა-გადაზიდვისთვის.

საქართველოს პროკურატურისა და საგარეო უწყების წარმომადგენლები მალაიზიაში იმყოფებიან. გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ოფიცილაური სტრუქტურების მუშაობაზე მალაიზიაში დაკავაბული საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად.“ ეს ნათლად მიანიშნებს, რომ საქართველო არსად არ დატოვებს თავის მოქალაქეებს, ჩვენ ვართ უკვე სახელმწიფო. დამთავრდა ის დრო, როცა იყო განუკითხაობა, უპატრონობა ქვეყნის შიგნით და ზუსტად ასე ითარგმნებოდა ქვეყნის გარეთაც. საქართველოს მოქალაქეს არ ჰყავდა მომკითხავი, მისი ბედი არავის აღელვებდა არც მთავრობას და არც მცირერიცხოვან დიპლომატიურ წამრომადგენლებს. ახლა ყველაფერი არის შეცვლილი,“- განაცხადა პრეზიდენტმა და ამ საქმეში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.

 

კომენტარები