კიევი

უკრაინაში საბჭოთა მეანაბრეები კომპენსაციას მიიღებენ

უკრაინის სახელმწიფო ბანკი საბჭოთა ,,სბერბანკის’’ მეანაბრეთათვის, კომპენსაციის სახით 6 მილიარდი გრივნის გამოყოფას აპირებს. ,,სბერბანკს’’ უკრაინის სახელმწიფო ბანკი 1991 წელს გამოეყო.

2008 წელს, უკრაინის ექს-პრეიმიერ-მინისტრის იულია ტიმოშენკოს ინიციატივით, ათასი გრივნის ოდენობით კომპენსაცია, მეანაბრეთა ნახევარმა, დაახლოებით ექვსმა მილიონმა ადამიანმა მიიღო. საბჭოთა მეანაბრეთა დარჩენილი ნაწილი უკრაინის ბანკისგან კომპენსაციებს ამ წლის ბოლომდე ელოდება. დაწყებულია მონაცემთა ბაზის განახლება და იმ პირების სიის დაზუსტება, ვისაც კომპენსაცია ჯერ არ მიუღიათ.

დარჩენილი კომპენსაციების გაცემა უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ მარტში გახსნილი სოციალური ინიციატივების ნაწილია. თანხების გაცემა ივნისიდან დაიწყება.

 

კომენტარები