აშშ რესპუბლიკელები

მიტ რომნის მორიგი წარმატება

ამერიული სატელევიზო არხები იუწყებიან მასაჩუსეტსის ყოფილი გუბერნატორის, მიტ რომნის გამარჯვების შესახებ ვისკონსინის შტატში. მანამდე,რომნიმ გამარჯვება მოიპოვა მერილენდის პრაიმერში და კოლუმბიის ოლქში, რომლის ტერიტორიაზეც არის ქვეყნის დედაქალაქი.

ეს რომნისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ბრძოლის პროცესში. BBC-ს კორესპონდენტმა ვაშინგტონში აღნიშნა, რომ მოცემულ მომენტში უკვე ძნელიწარმოსადგენია,   3 კონკურენტს შორის, რომელიმემ რომნისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევა შეძლოს.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, მიტ რომნის მხარდასაჭერი განცხადება გააკეთა უფროსმა ჯორჯ ბუშმა.

რესპუბლიკელების პრაიმერიზის შემდეგი ეტაპი 24 აპრილს ნიუ- იორკში, როდ-აილენდსა და კონეკტიკუტის შტატში გაიმართება.

 

კომენტარები