კონცერტი

'Tribute to Rock' წლის პირველი დიდი როკ-კონცერტი

0 კომენტარი

აპრილს, ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში, (ყოფილი რკინიგზელთა სახლი) წლის პირველი დიდი როკ-კონცერტი გაიმართება. Tribute to Rock - ასე უწოდეს სამი ჯგუფისგან შემდგარ ე.წ ფექიჯ-შოუს ორგანიზატორებმა.

„ლოკომოტივ პრომოუშენის” განცხადებით, შოუში მონაწილეობას მიიღებს თანამედროვე ქართული როკ-მუსიკის ორი უკვე საკმაოდ წარმატებული ბენდი, Industrial City და გოგონების კვინტეტი Vanilla Cage. სპეციალურ სტუმრად კი მოწვეული იქნება „ევროვიზია 2011”-ის ქართველი ფინალისტი Eldrine.

ორგანიზატორების განცხადებით, 7 აპრილს დაგეგმილი კონცერტი როკის მსმენელებისთვის იქნება ღირსშესანიშნავი მოვლენა და ამას სამი ძირითადი ფაქტორი განაპირობებს:

1. კონცერტი არამხოლოდ მუსიკალურად, არამედ შოუს თვალსაზრისითაც უმაღლესი ხარისხით არის დაგეგმილი.

2. შესრულდება როგორც მონაწილე ჯგუფების ორიგინალი სიმღერები, ასევე მსოფლიოს ყველაზე ცნობილი როკ-ჰიტები.

3. კონცერტი ქართული როკ-ჯგუფებისთვის უჩვეულოდ დიდ დარბაზში გაიმართება, რადგან ისინი არცთუ ხშირად გამოდიან რამდენიმე ასეული მსმენელისგან შემდგარი პუბლიკის წინაშე.

ბენდები საკუთარი სიმღერების გარდა, AC/DC, Rage Against The Machine, Whitesnake, Deep Purple, Audioslave, Led Zeppelin, Black Sabbath და სხვათა კომპოზიციებს შეასრულებენ

კონცერტი Tribute to Rock ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში 7 აპრილს, 20:00 საათზე დაიმართება.

 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები