რელიგიური დღესასწაული

პრეზიდენტმა სომხური და კათოლიკური ეკლესიების მრევლს აღდგომა მიულოცა

მილოცვები მიხეილ სააკაშილის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. „სომეხი და ქართველი ხალხის მეგობრობამ საუკუნეები გამოიარა და ჩვენმა ეკლესიებმა უდიდესი წვლილი შეიტანა მსოფლიოს ქრისტიანულ ცივილიზაციაში“ - აღნიშნულია პრეზიდენტის მოლოცვაში სომეხი ხალხისადმი.

უნიკალური და ფასდაუდებელია ის ძალისხმევა, რომელიც საქართველოს ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებს ჩვენი სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში და დემოკრატიული ქვეყნის აღმშენებლობაში შეაქვთ, - ნათქვამია განცხადებაში.

კათოლიკეებისადმი მილოცვაში პრეზიდენტი აღნიშნავს იმ წვლილს, რომელიც კათოლიკეებმა შეიტანეს ქვეყნის კულტურის, მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში. „საქართველოში კათოლიკე ეკლესიის მრევლი ისტორიულად იყო და დღესაც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის ერთგული საყრდენი, საქართველოში ევროპული ცოდნისა და გამოცდილების პოპულარიზატორი“, - აღნიშნავს მიხეილ სააკავშლი მისალოც განცხადებაში.

კათოლიკეებს დღესასწაული თბილისი მერმა გიგი უგულავამ, ასედვე მთავრობისა და პარლამენტი წევრებმა მიულოცეს, რომლებიც თბილისის კათოლიკურ ტაძარში სააღდგომო წირვას დაესწრნენ.

 

კომენტარები