ინდოეთი-პაკისტანი

ისტორიული ვიზიტი

პაკისტანის პრეზიდენტი  ასიფ ალი ზარდარი დელიში ინდოეთის პრემიერ -მინისტრს შეხვდა. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პაკისტანის ლიდერი ინდოეთს პირველად ეწვია. ორივე ლიდერმა ხანმოკლე შეხვედრა დადებითად შეაფასა, დაიგეგმა მანმოჰან სინგის საპასუხო ვიზიტი პაკისტანში.

,,კმაყოფილი ვარ მოლაპარაკებების შედეგით, ორივე სახელმწიფო არსებული საკითხების პრაქტიკულ და პრაგმატულ გადაწყვეტას შეეცდება.’’ - განაცხადა ინდოეთის პრემიერ - მინისტრმა. ზარდარიმ დაადასტურა სინგის ნათქვამი და მოლაპარაკებებს ,,ნაყოფიერი’’ უწოდა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ინდოეთმა და პაკისტანმა არაერთი მაღალი რანგის შეხვედრა გამართეს სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების მიზნით. ამ პროცესს რეგიონალური სტაბილურობისთვის გადამწყვეტ როლი ენიჭება.

 

კომენტარები