კრუიზი

ტიტანიკის კვალზე 100 წლის შემდეგ

კვირას ბრიტანეთის საპორტო ქალაქ საუტჰემპტომიდან გეზი აიღო საკრუიზო ლაინერმა „ ბალმორალმა.“ ის მიჰყვება მარშრუტს , რომელიც ზუსტად 100 წლის წინ „ტიტანიკმა,“ ჩრდილოეთ ატლანტიკის ოკეანეში, ტრაგიკულ დასასრულამდე გაიარა.

გემში 1309 მგზავრია, გემის რესტორანი მათ ზუსტად იმ მენიუს სთავაზობს, რასაც სთავაზობდნენ მგზავრებს „ტიტანიკის“ რესტორანში. მგზავრთა შორის არიან საზღვაო ისტორიაში  უდიდესი კატასტროფის დროს დაღუპულთა ნათესავებიც.

"ბალმორალი“ მომავალ კვირას მიაღწევს იმ ადგილს, სადაც 100 წლის წინ „ტიტანიკი“ აისბერგს შეეჯახა. ზუსტად  23 საათსა და 40 წუთზე,  გემის ჩაძირვის დროს, „ბალმორალზე“ ხსოვნის ცერემონიალი დაიწყება.

კომენტარები