პოლონეთი-სქართველო

თბილისში ლეხ კაჩინსკის ბიუსტი დაიდგა

თბილისში პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ბიუსტი დაიდგა სკვერში, რომელიც კაჩინსკის სახელობის ქუჩაზე მდებარეობს. 

2 წელი შესრულდა სმოლენსკის ტრაგედიიდან, რომლის დროსაც პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან და მის მეუღლესთან ერთად 90-ზე მეტი პირი დაიღუპა.

თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც სმოლენსკის აეროდრომში უნდა დაფრენილიყო ოფიციალური დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ. მათ კატინის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისთვის უნდა მიეგოთ პატივი.

ტრაგედია 2010 წლის 10 აპრილს მოხდა. დაღუპულების სულების მოსახსენებლად დღეს თბილისის კათოლიკურ ეკლესიაში პანაშვიდს გადაიხდიან.

 

კომენტარები