Sony

Sony პერსონალს ამცირებს

წლის ბოლოსთვის იაპონური კორპორაცია Sony 10 ათასი თანამშრომლის გათავისუფლებას და შტატების 6%-ით შემცირებას გეგმავს. კომპანია პერსონალს შეამცირებს როგორც იაპონიაში, ასევე საზღვარგარეთ.

კომპანია Sony უკვე მეოთხე წელია ფინანსურ წელს ზარალით ამთავრებს. 2011-2012 ფინანსური წლის III კვარტლის შედეგებით, რომელიც 2011 წლის 31 დეკემბერს დამთავრდა, Sony Corp.-ის სუფთა ზარალი 2.09 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო შემოსავალი 23.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 17.4%-ით ნაკლებია.

2012 წლის დასაწყისში კომპანიაში ხელმძღვანელობა შეიცვალა: ახალი პრეზიდენტი და კომპანიის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი კაზუო ჰირაი გახდა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ჰოვარდ სტრინგერი შეცვალა. იაპონური პრესის ინფორმაციით, კაზუო ჰირაი კომპანიის შემოსავლების სფეროში ფუნდამენტური რეფორმების გატარებას აპირებს და ამის დახმარებით მოგების გაზრდას გეგმავს.

 

კომენტარები