ისტორია

ტიტანიკის ასი წლისთავი

ზუსტად 100 წელი გავიდა მას შემდეგ რაც 1912 წლის 10 აპრილს ტიტანიკმა საუსჰემპტონი დატოვა  და გეზი  საფრანგეთისაკენ აიღო. გემის საბოლოო დანიშნულების ადგილი ნიუ იორკი უნდა ყოფილიყო. ინგლისის  საპორტო ქალაქი ამ ტრაგიკული ისტორიის ასი წლისთავს რიგი ღონისძიებებით აღნიშნავს.

1912 წლის 15 აპრილს გემი აისბერგთან შეჯახების შედეგად ჩაიძირა და 1,500 - ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, აქედან ხუთასამდე მგზავრი საუსჰემპტონის მცხოვრები იყო.

ამ თარიღის აღსანიშნავად ქალაქში მასობრივი მსვლელობა გაიმართა იმ ადამიანების სურათებით ვინც ტრაგედიას ემსხვერპლა, ასევე გაიხსნა მუზეუმი, სადაც სტუმრებს ტიტანიკისა და მისი მგზავრების ისტორიის გაცნობა შეეძლებათ.

კომენტარები