APPLE

კომპანია Apple-ის ახალი პრეზიდენტი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ტოპ-მენეჯერია

2011 წელს აშშ-ს ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ტოპ-მენეჯერი კორპორაცია Apple-ის ხელმძღვანელი ტიმ კუკი გახდა. The New York Times-ის ინფორმაციით, მან პრემიის სახით 376 მილიონი დოლარის ღირებულების აქციები მიიღო. გამოდის, რომ 2011 წლის განმავლობაში ტიმ კუკის შემოსავალი დღეში 1 მილიონ დოლარზე მეტი იყო.

ტიმკუკი 2011 წლისიანვარში, Apple-ის დამფუძნებლის და ხელმძღვანელის სტივ ჯობსის ავადმყოფობის გამო, მის შემცვლელად დაინიშნა, ხოლო ჯობსის გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, კომპანიის პრეზიდენტი გახდა.

ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მენეჯერთა სამეულში ასევე შევიდნენ Oracle -ის პრეზიდენტი ლარი ელისონი - 77,6 მილიონი დოლარით და JC Penney -ის ხელმძღვანელი რონალდ ჯონსონი, რომელმაც 2011 წელს 53,3 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

 

კომენტარები