ქართული ოცნება

მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს ივანიშვილის კოალიციას უერთდდება

გოგი თოფაძის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ერთიანდება. გავრცელებული ცნობებით, ამის შესახებ თოფაძე განცხადებას დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გააკეთებს. ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობის მზდაყოფნა მან მას შემდეგ გამოხატა, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

„როცა ივანიშვილმა პოლიტიკური აქტიურობა დაიწყო, მე მის გვერდით ყოფნისთვის მზაობა გამოვაცხადე. მე ერთადერთი ბიზნესმენი ვიყავი, რომელსაც ამ განცხადების შემდეგ შესაძლოა, ხელისუფლებასთან პრობლემები ჰქონოდა. დღეს უკვე თამამად შემიძლიათ, გითხრათ, რომ ჩვენი პარტია გარკვეული დეტალების დაზუსტების შემდეგ სრული შემადგენლობით ივანიშვილის კოალიციაში გავწევრიანდებით", - აღნიშნა “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ ლიდერმა რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

კომენტარები