მიუზიკლი

მეფე ლომი ყველაზე მაღალშემოსავლიანი მიუზიკლია

 

მიუზიკლი „მეფე ლომი“ ბროდვეის ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიან წარმოდგენად  დასახელდა. „მეფე ლომმა“, რომელიც ჯული ტეიმორმა 1997 წელს დადგა, უკან ჩამოიტოვა ენდრიუ ლლოიდ უებერის „ოპერის აჩრდილი“.

„დისნეის“ ანიმაციის მიხედვით შექმნილმა მიუზიკლის შემოსავალმა 853, 8 მილიონი შეადგინა, ხოლო „ოპერის აჩრდილმა“ არსებობის 24 წლის მანძილზე 853,1 მილიონის მოგროვება მოახერხა.

„მეფე ლომს“ „ტონის“ ექვსი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის საუკეთესო მიუზიკლისათვის, ქორეოგრაფიისა და კოსტიუმებისათვის. აღსანიშნავია, რომ ჯული ტეიმორი პირველი ქალი გახდა, ვისაც თეატრის სფეროში მიღწეული წარმატებებისათვის განკუთვნილი პრემია ერგო.

გასულ წელს ეკრანებზე ანიმაცია „მეფე ლომის“ სამგანზომილებიანი ვერსია გამოვიდა, რომელმაც შემქმნელებს დამატებით 170 მილიონი დოლარი მოუტანა.

 

კომენტარები